თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღებ კანდიდატებთან გასაუბრების გრაფიკისა და დარგობრივი და სააპელაციო კომისიების დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტებისა და „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ “ თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილების და თსუ-ის რექტორის 2026 წლის 28 ივლისის N:: 194/01-01 ბრძანების საფუძველზე,
ვბრძანებ:
დამტკიცდეს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღებ კანდიდატებთან გასაუბრების გრაფიკი:
საერთაშორისო ურთიერთობები - 16 სექტემბერი,
საზოგადოებრივი გეოგრაფია - 17 სექტემბერი,
სოციოლოგია - 17 სექტემბერი;
2. დამტკიცდეს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღებ კანდიდატებთან გასაუბრების დარგობრივი კომისიები:
2.1. საერთაშორისო ურთიერთობები
კომისიის შემადგენლობა
კონსტანტინე შუბითიძე - თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი, კომისიის თავმჯდომარე,
თორნიკე თურმანიძე - თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე,
ფიქრია ასანიშვილი - თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი, კომისიის მდივანი,
ზურაბ დავითაშვილი - თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი,
გვანცა აბდალაძე - თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,
2.2. საზოგადოებრივი გეოგრაფია
კომისიის შემადგენლობა
ნინო პავლიაშვილი - თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, გეოგრაფიის დოქტორი - კომისიის თავმჯდომარე,
იოსებ სალუქვაძე - თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, გეოგრაფიის დოქტორი - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
თამარ დოლბაია - თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის მდივანი;
გიორგი გოგსაძე - თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის დოქტორი;
გიორგი კვინიკაძე - თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის დოქტორი;
2.3. სოციოლოგია
კომისიის შემადგენლობა
იაგო კაჭკაჭიშვილი - თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, სოცოლოგიის დოქტორი, კომისიის თავმჯდომარე,
ამირან ბერძენიშვილი - თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ფილოსოფიის დოქტორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე,
შორენა თურქიაშვილი - თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ - პროფესორი, სოციოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, კომისიის მდივანი,
ლია წულაძე - თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სოცოლოგიის დოქტორი,
ანა დიაკონიძე - თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სოციოლოგიის დოქტორი;
დამტკიცდეს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღებ კანდიდატებთან გასაუბრების სააპელაციო კომისია:
ნინო პავლიაშვილი - თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, გეოგრაფიის დოქტორი
დავით მაცაბერიძე - თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი;
ანა დიაკონიძე - თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სოციოლოგიის დოქტორი,
შორენა თურქიაშვილი - თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ - პროფესორი, სოციოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;
ფაკულტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის გაცნობა უზრუნველყოს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა;
ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.